ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას და მიმდინარე პროცესებს ვიდეოთი პასუხობს. სააკაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილის დაკავება არაფრისმთქმელი ბალდებით მოხდა და ივანიშვილი ამ გზით ცდილობს ქვეყანანა ჯიბეში ჩაიდოს. სააკაშვილის თქმით ოქრუაშვილი ვაჟკაცურად მოიქცა და უდანაშაულო მსხვერპლია. ივანიშვილს სააკაშვილი ასლან აბაშიძეს ადარებს:
ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს ივანიშვილი ეს არის ასლან აბაშიძე.ასლან აბაშიძე ზუსტად ასევე „ბესრედელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ზუსტად ასევე ყველას იჭერდა, ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს, ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. ეს არ არის მილიარდი, რომელმაც თქვენ გაგამდიდრათ მან თქვენგან წაიღო მრავალი მილიარდი. მას რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები და ამიტომ მნიშნველოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება მას ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი მალე დადგება.
ყველა ის ერთუჯრედიანი, რომელიც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც იყო და რაც არის ივანიშვილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ის კი არ უნდა დაბრუნდეს რაც იყო, არამედ სხვა რაღაცა უნდა შეიქმნას ახალი.“ – ამბობს სააკაშვილი.