“ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას“–სააკაშვილი ბახმაროს კინოთეატრის დარბევაში ოცნებას ადანაშაულებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე ბაზმაროს კინოთეატრის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც დარბეული დარბაზი, ჰოლი და სველი წერტილები ჩანს. სააკაშვილი კინოთეატრის დარბევაში ქართული ოცნების აქტივისტებს ადანაშაულებს:

“არმაზ ახვლედიანმა მიიწვია საქართველოში გასტროლებზე ახალგაზრდული ჰოლანდიური ორკესტრი რომელმაც საქართველოში ბოლო ათ დღეში მრავალ ადგილას დაუკრა ასევე ჰოლანდიაში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ჩემს მეგობარ ლევან ცხადაძესთან ერთად. 3 დღის წინ მათ უნდა ბახმაროში დაეკრათ ჩემს აშენებულ კინოთეატრის დარბაზზში. წინა ღამით დარბაზზში შეცვივდნენ ადგილობრივი ქოც აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს. ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება!“ –ამბობს სააკაშვილი.