ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა

ქართული ოცნების თავმსჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ესტუმრნენ. ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ ქართული ოცნების გვერდი ავრცელებს. რაზე ისაუბრეს და რამდენ ხანს გაგრძელდა შეხვედრა უცნობია. შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.