ივანიშვილი პრემიერად, კახიშვილი–იუსტიციის მინისტრად.სად წავა წულუკიანი..სამთავრობო ცვლილებების ახალი ვერსია

იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში გახარიას პრემიერ მინისტრობიდან გაუშვებენ ინფორმაცია დიდი ხანია ვრცელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად თავად ივანიშვილი ბრუნდება. სად მიდის გახარია, ჯერჯეროობით უცნობია, თუმცა მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია სამთავრობო ცვლილებების ახალ ვერსიაზე წერს:

“მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება

იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში

საგარეო საქმეები – მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ – ყოფილი პრემიერი.

გახარია – უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი

შერიგების მინისტრად ამერიკაში ელჩი ბაქრაძე, მის ადგილას ვაშინგტონში – ზალკალიანი.

ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების შეცვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ.

დანარჩენი ყველა რჩება.

ფარდა. გილოცავთ.“– წერს გვარამია.