ქართული ოცნების ლიდერმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან და დაპირებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. რა იგულისხმებოდა, როცა ივანიშვილმა ქვეყნის მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად ერთი წელი ითხოვა, ოცნების ლიდერი პასუხობს:
“მე მხედველობაში მქონდა ის რომ გუნდი გაუმართავი იყო, ვერტიკალი იყო სუსტი ძალიან. ნახეთ რომ ბევრი დრო დავხარჯე. განსაკუთრებით საპარლამენტო უმრავლეობასთან. ვფიქრობ რომ პრინციპულად სიტუაცია შეიცვალა. მოტივაცია გუნდში გასაძლიერებელია და ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავრობა სწორი შერჩეულია, კარგი შერჩეულია. ეფექტურია.
საზოგადოება მქონდა ყველაზე მეტად მხედველობაში როცა ამას ვაცხადებდი, რომ ჩვენ მათთან თითქოს ხიდი ჩაგვიტყდა. ამას აქვს ობიექტური მიზეზები.
ეს გახლავთ ის, რომ უკვე მეშვიდე წელი მიდის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის. გაჭირვებული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეღავათი ნახეს, რა თქმა უნდა სხვადასხვა სოციალური დახმარებებით, სამუშაო ადგილებიც მეტი გაჩნდა და ასე შემდგომ, მაგრამ პრინციპული გარდატეხა და მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და ევროპაში გადიან და რიგი დგას განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეობაზე, ამ ფონზე ჩვენი მცდელობის და მიღწევების შეფასება მათ უჭირსთ. ხედავენ, 5 პროცენტით გაიზარდა თუ 4 % –ით გაიზარდა, რომ რეგიონში ლიდერი ხარ, თუ არ ხარ ამას ვეღარ აფასებენ…
თუმცა დიდი შეღავათები მიიღო მოსახლეობის ბევრმა ფენამ. ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამებიდან, კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს.და მუდმივად უნდა იყოს უკეთესობა და ტენდენცია აქეთ არის, მაგრამ ამ ტენდენციის დანახვა იმ ფონზე, როდესაც გვყავს ისეთი ოპონენტი, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა რომელიც სიცრუეს აფრქვევს მუდამ, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე. გუნდში რამდენჯერმე გვქონდა ამაზე საუბარი.
ჩვენ კვლევა ჩავატარეთ ინგლისური კომპანიით და როგორ გითხრათ… ნიჰილიზმი. მე სასოწარკვეთილებას ვხმარობ ხშირად. აქვს ამას ობიექტური ნაწილი, ვთქვათ, ობიექტური აღქმა, სუბიექტური ის, რომ ოპონენტები რას შვრებიან და შედეგი ესაა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოება უნდა დავაბრუნოთ პირველ რიგში რეალობაში. რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის აღქმა და განცდა მისი.
მე შედარებას გავაკეთებდი, რომ ბედნიერების ინდექსი და რაღაც გამოიყოფა, ჩვენზე ღარიბ სახელმწიფოებში არის უკეთესი და ჩვენზე უკეთეს სახელმწიფოში, საფრანგეთში არის ჩვენზე უარესი.
ამ ფონზე ძალიან ბევრს ვაკეთებთ.
მთავარი არ არის ის, რაც იოლად მიღწევადია ვთქვათ 2020 წლის არჩევნებზე და მე ვფიქრობ რომ ეს არ არის გადამწყვეტი. მე ვფიქრობ, რომ ის როგორც დავიწყეთ, როგორც ვაკეთებთ და რაც გავიარეთ ხუთი თვე და რა მობილიზაციაც არის გუნდში, წლის ბოლომდე და 20 წლის არჩევნებისთვის, ქართულ ოცნებას ჩემი აზრით არანაირი ხიფათი არ აქვს არჩევნებში გამარჯვებაში.
მაგრამ ეს არაა მთავარი, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს და მოიგოს არჩევნები. პრობლემა არის უფრო მძიმე და მაშტაბური. საზოგადოებას და საზოგადოება საიდანაც ღებულობს, ძირითადი წყარო აღქმულობის საიდანაც მოდის, ჩვენი მედია სივრცე, თუ იმას ანალიზს გავუკეთებთ, რამდენიმე ბოლო დღე ჩვენ ბჭობა გვქონდა ამაზე გუნდში, იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა, რომ ბილწსიტყვაობა უკვე ჩვეულებრივ პრაქტიკად გახდა, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია, დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის ეს მდარე სერიალები, მდარე გადაცემები, ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე განგაში ავტეხოთ.
რაც მოდის და მოედინება რუსთავი ორიდან ის ენით აღუწერელია.
აქედან გამომდინარე ის პრობლემა რაც დგას, არის უფრო გლობალური ვიდრე ქარათული ოცნების არჩევნები და ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა. ეს არაა მთავარი.არის უფრო მთავარი ღირებულება, რომ საზოგადოება არ წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით.ის რაც ხდება და ანალიზი გავაკეთოთ დღეს, თუ ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდა,თუ ასე წავიდა შეიძლება სხვა საზოგადოება მივიღოთ, რაღაც გამოთაყვანებული ან რაღაც, ბოდიშის მოხდით.
შესაბამისად, ჩვენ ჩვენის მხრივ რასაც ვცდილობთ და რასაც ვაკეთებთ და გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს, კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს. უნდა დაიწყოს ფილმების, სერიალების გადაღება.ამ მდარე სერიალწებით მივდივართ იქ, რომ ჩვენ საზოგადოება შეიძლება დავკარგოთ მთლიანად და არა არჩევნები.
შესაბამისად, მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს. ქართუ ფონდიც მიიღებს მონაწილეობას დაფინანსებაში. ჩვენ უნდა ჩვენი ისტორია ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები და ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგამთ ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს.“– ამბობს ივანიშვილი.
რაც შეეხება უმუშევრობას და ეკონომიკის მძიმე ვითარებას ივანიშვილი ქართული ოცნების ბრალეულობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ის და მისი გუნდი “რეალობიდან მაქსიმუმს აკეთებენ“, თუმცა ევროპული ეკონომიკისგან ძალიან შორს ვიყავით და ამ დისბალანსის და სიღარიბის მოკლე დროში დაძლევა შეუძლებელია. ივანიშვილი ამბობს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემო აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის.
“ზოგიერთს ხმალი დაუჟანგდა, ზოგს ხელები ექავება და უნდათ ძველი ტაშფანდურები გააღვივონ, არა მხოლოდ ნაცებმა. არ გამოვა ეს, სტაბილურად უნდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა რომ ეკონომიკა განვითარდეს “ – ამბობს ქართული ოცნების ლიდერი.