ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს- ლევან გოგიჩაიშვილი

დავით მაღრაძის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას “დაიცავი საქართველოს” შეკრებას  დეპუტატი ლევანი გოგიჩაიშვილიც  ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა რომ  მან და მისმა თანამოაზრეებმა შეკრება  ბიძინა ივანიშვილის გამო დატოვეს. 
„რაც ვთქვი, რის გამოც მხარი დამიჭირა მე საბურთალოს მოსახლეობამ, ისევ იმ იდეალებზე ვდგავარ. ისინი დაშორდნენ მოსახლეობას, ისინი დაშორდნენ ხალხს, ამომრჩეველებს. მართლა გგონიათ, რომ კობახიძის გამო დავტოვეთ უმრავლესობა ან ხელის ბიჭების გამო? რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამო. ბოლო დღემდე იმედს ვიტოვებდით, რომ დაფიქრდებოდა ეს ადამიანი, შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ მან ეს ყველაფერი იმედის პირდაპირ ეთერში გააფორმა. შესაბამისად, დღეს დგას ასეთი ამოცანა, ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.