“ქართული ოცნების” წევრი ნური ქანთარია გუნდში ცვლილებებს დადებითად აფასებს. ქანთარია ადასტურებს, რომ გუნდში გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით არ მიიღება.
„მე არ მიმიღია მონაწილეობა არავითარ კონსულტაციებში. მაგრამ სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება,“-განაცხადა ქანთარიამ.
ეკონომიკის მინისტრის გადაყენება გუშინ დღის ბოლოს დადასტურდა.
გიორგი ქობულია მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.