თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ასე მშვიდი პროკურორი მას არ ახსოვს. “პირადად მე ჩავიბარებ შენს კაპიტულაციას” – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში.
“ასე მშვიდი და მზრუნველი პროკურატორი მე ჯერ არ მახსოვს,
პ.ს. ნიკა გვარამია, კაპიტულაციის ჩაბარებაში დიდი კონკურენციაა. ასე მარტივად ვერ დაგითმობთ”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს 19:00 საათზე პროკურატურაში ბრალის დადგენილების მიზნით არის წარდგენილი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს დაპირდა, რომ პირადად ჩაიბარებდა მის კაპიტულაციას.