„ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ განაცხადა.
დეპუტატ ირაკლი ბერაიას შეკითხვა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხებოდა.
რამდენად კანონიერი იყო ეს გადაწყვეტილება, გეწაძემ უპასუხა, რომ სამართლებრივად სწორი იყო.
„ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ „კი“ და „არა“, მე ვფიქრობ, არასაკმარისი იქნება. სამართლებრივად სწორი რომ იყო, ამაზე „კი“, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ იყო სამართლებრივად სწორი, თქვენ არ გსურთ ამაზე პასუხი?
ეს იყო მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი გადაწყვეტილება. მოქალაქეობა არ არის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამიტომაც სამართლიანი და კანონიერი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა“, – განაცხადა გეწაძემ.