ვერის ბაღში, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე – “არა ნაცებს“ მოძრაობა 20/30–იანელების წევრები გამოჩნდნენ და ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს. წინასწარი ინფორმაციით მოთხოვნას დაახლოებით ოცმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ივანიშვილი ერის მხსნელია, რადგან ქვეყნისთვის არაერთი კეთილშობილური საქმე გაუკეთებია.
„ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც არაერთხელ დაანახა სიკეთე ქართველებს, ააშენა ბოტანიკური ბაღი, რომელშიც 22 მილიონი ლარი ჩადო, პარკ „ციცინათელას“ მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, გააშენა 1500 ევკალიპტის ხე-პარკი, რომელსაც 25 ათასი ლარი დაახარჯა.
ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა.
სწორედ ამიტომ, მოძრაობა 20/30-იანელები ვითხოვთ ამ ადამიანის მთაწმინდის “ – ამბობენ მოძრაობის წევრები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი გირჩის აქტივისტები არიან და სავარაუდოდ ეს წამოწყება გირჩის მორიგი პერფორმანსია.