ივანიშვილის სახლთან მოშიმშილე აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე შიმშილობის აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე, მარად შავაძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შავაძეს დაბალი არტერიული წნევა და სისხლში გლუკოზის ვარდნა დაუფიქსირდა. სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ ის აქციაზე დაბრუნებას და შიმშილობის გაგრძელებას გეგმავს. თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, სასურველია, აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტონ.

გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილი სახლთან, შეკვეთილში, სამი ადამიანი უკვე მე 12 დღეა, შიმშილობს.