ივანიშვილის შუშის სასახლესთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კადრები “კურიერმა” გადაიღო. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს.

ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცველი იმყოფებოდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ასევე, საპატრულო ეკიპაჟის მანქანებიც.