ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე, არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერო-ოქრუაშვილი

ცოტა ხნის წინ კი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ   ბიძინა ივანიშვილისგან გზავნილი მიიღო, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას დაიჭერს. ამის შესახებ განცხადებას ოპოზიციური პარტიის, „გამარჯვებული საქართველოსთვის“ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის წევრი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი, საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016- ში ორივეს, რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს, მაშინ არ ჰქონდა და ახლა რაში სჭირდებოდა? ზეგ ვბრუნდები პასუხი რუსულად, რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს. ისე სააკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007 წელში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით.

ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსნის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში – პირიქით. „მატროსოვი“ და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე, თუ მასე არ მოხდება“, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი კობა კოშაძე დააკავეს. საგამოძიებო უწყება მას  იარაღის უკანონო შეძენა – შენახვას ედავება.