“ივანიშვილმა ფეხქვეშ გათელა ეკლესია და რწმენა”- სააკაშვილი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი დღეს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

“ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე- ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები.

ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება.”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

{{VIDEO}}