“ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი“–ხაზარაძის “ლელო“ ხვალინდელ საპროტესტო აქციას უერთდება

მემუკა ხაზარაძე და მისი მოძრაობა ლელო ხვალ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 15 საათისთვის დაგეგმილ მაშტაბურ საპროტესტო აქციას უერთდებიან. მამუკა ხაზარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოწოდება გამოაქვეყნა:

“მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა , არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება!

“ლელო” უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება!“– წერს ხაზარაძე.