„ბიძინა ივანიშვილს ეშინია პრინციპული ადამიანის და პრინციპული გაერთიანების“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა „ევროპული საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ საერთო კანდიდატი მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძე გააკრიტიკა და ბრალდებები წაუყენა. ელენე ხოშტარიას თქმით, ივანიშვილს აშინებს ერთიანი ბრძოლა მისი რეჟიმის წინააღმდეგ. „რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილმა, შავზე- თეთრიაო, შალვა შავგულიძე არის სამართლიანი ბრძოლის განსახიერება და მურუსიძე არის მოძალადე ჯალათი, ივანიშვილმა არჩევანი მოძალადე ჯალათზე გააკეთა“- აცხადებს ელენე ხოშტარია. მისივე თქმით, როგორც მურუსიძე დაამარცხა შავგულიძემ სტრასბურგში გირგვლიანის საქმეზე, ასევ დაამარცხებს ივანიშვილს მთაწმინდაზე.