ივანიშვილმა “რუსთავი 2” დავით გარეჯში გაცვალა -შალვა ნათელაშვილი

ივანიშვილმა “რუსთავი2” დავით გარეჯში გაცვალა- ეს განცხადება “რუსთავი 2-ის” ეთერში ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო.

„არ ჩაივლის პუტინისა და ლავროვის ბრიფინგი, რომ წინ წამოწეული არ იყოს “რუსთავი 2,” დღეს “რუსთავი 2” ქმნის იმპერიისთვის საშიშ და საწინააღმდეგო საზოგადოებრივ აზრს. როგორც იმპერიის წარმომადგენელი და საქართველოს საოკუპაციო კომიტეტის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ვალდებულია შეასრულოს უფროსების დაკვეთა. მთავარი ამოცანაა “რუსთავი 2”-ის პარალიზაცია.

რაც მთავარია “რუსთავი 2”-ს არჩეული აქვს გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია და შორს რუსული ბატონობისგან. იმ პალატაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგში აზერბაიჯანელი მოსამართლეა წარმოდგენილი, მოდი ახლა და ნუ იეჭვებ, რომ დავით გარეჯი არ გაიცვალა “რუსთავი 2”-ზე. “რუსთავი2” აკარგინებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას მას, რას არ გაიღებდა რამდენიმე ლავრას და მონასტერს, რომ აზერბაიჯანელი მოსამართლე გადმოებირებინა?“-განაცხადა ნათელაშვილმა.