პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „2020NEWS“-თან აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა:
„მანცვიფრებს ბიძინა ივანიშვიის პატრონ-ყმური გამოკიდებულება. დღეს ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალიტს უთხრა, სად გაიზრდეო.
ბიძინა ივანიშვილო, თავად სად გაიზარდე, ასე რომ ესაუბრები ახალგაზრდა გოგონებს?! ფაქტობრივად, მან ამ ჟურნალისტის ოჯახს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
“შვილო, სად გაიზარდე…ზრდილობა ისწავლე”-ასე მიმართა დღეს ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს