ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას 5 საათიან სასამართლო პროცესსა და აღკვეთის ღონისძიებას გამოეხმაურა.
“რა მნიშვნელობაა მოგწონთ თუ არა, ეთანხმებით თუ არა, აღიარეთ რომ დღეს, ივანიშვილს Nika Gvaramia-მ ბრძოლის ყველა რაუნდი მოუგო.
ღამის თევით სასამართლომ უბრალოდ დაადასტურა რომ მთელი ქვეყანა ბიძინას შოუა, უბრალოდ ეს შოუც ნიკას მიყავს. შუბლით აწვება, არ მიეყიდა და ვერ შეაშინა. ამიტომაც არის მაგარი!”,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალუ ქსელში.
რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ. თუმცა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხა 80 000 ლარი 40 000 ლარამდე შეამცირა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის მეორე მოთხოვნაც და გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა გამოძიებასთან შეთანხმების გარეშე.მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ შესაძლოა ჩადენილ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამართლებულია.