“ივანიშვილს რაღად უნდა აბანოს ყიდვა, ის უკვე აბანოშია ” – შალვა ნათელაშვილი

“წყალტუბოს აღორძინების პროექტი” ივანიშვილისგან, “ქართული ოცნების” მადლობა ბატონ ბიძინას და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა – შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ,,წყალტუბო ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობისა და ბოროტმოქმედების გაგრძელებაა”.

“მოვუწოდებ პარალმენტს, დროზე დაიწყეთ ჩვენი შემოტანილი ,,ქართველი ერის მიმიდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და დროზე მიიღეთ, სანამ პუტინის კომენდანტი ოფიციალურად დანიშნულა თბილისში. წყალტუბო არის ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობის და ბოროტმოქმედების გაგრძელება“

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ამბობს, რომ ყველა, ვინც ივანიშვილს “აჩუქებს” წყალტუბოს, ციხეში წავა. 

“მიიხედ-მოიხედა მტაცებელმა და გადაწყვიტა, გაათამაშოს მეორე იაფი ფულის ისტორია, რომ არიქა წყალტუბო აღდგება და ყველა ვიქნებით ბედნიერი. 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ყიდულობსო.მას აბანო აღარ სჭირდება, ის უკვე აბანოშია და ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, თუ რას წარმოადგენს ის და მისი აღვირახსნილი ხროვა ქართველი ერისა და ჩვენი ხალხისთვის”, – აცხადებს ნათელაშვილი.