ივანიშვილს უნდოდა, თავისი პატრიარქი დაენიშნა – ნათელაშვილი

ლეიბორისტური პარტიის ლიდერმა “ტვ პირველის” ეთერში საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები შეფაასა და განაცხადა, რომ  რომ ბიძინა ივანიშვილს უნდოდა თავისი პატრიარქი დაენიშნა.

“ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, დაენიშნა თავისი პატრიარქი. ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენგან მოპარული ანაბრები მიიტანა ეკლესიაში და ცოდვები გამოისყიდა. რატომ უნდა მართავდნენ საპატრიარქოს არ არჩევდნენ პატრიარქს ჩხარტიშვილი და ვასაძე?! ყველაფერს მოხუც პატრიარქს ნუ დავაბრალებთ, ნუ ავიღებთ ამ ცოდვას. დამნაშავეა პოლიტიკური მამონი, რომელსაც ყველაფრის ხელში ჩაგდებას უნდა”,–განაცხადა  ნათელაშვილმა.