პრემიერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაში შევა „ნაციონალურ მოძრაობის“ გარდა, “რუსავი2”- გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ეხმაურებიან.
“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა ხუმრობით ამბობს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ მარსიანელებთან ბრძოლა გახდება საჭირო.
“ივანიშვილთან, როგორც პარტნიორთან, “ქართულ ოცნებასთან” მხოლოდ და მხოლოდ, ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ, თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან და კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს,” – განაცხადა უგულავამ.
„ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჯერ დაუჭერელი დათვის ტყავს ვინაწილებთ, თავსაც ნუ დავიწყნარებთ. ივანიშვილის არანაირი დემოკრატი არ არის, ის არ არის პოლიტიკოსი და მე ყველაზე მეტად ეს მაშინებს. ვისაც შიში ჰქონდა 2012 წელში სააკაშვილის გადააბარებდა თუ არა ხელისუფლებას მშვიდობიანად, ეს შიშები გაქარწყლდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილის ამას ასე მშვიდად შეელევა. პირველ რიგში, ეს არის ქონება. ეს ადამიანი აპირებს აქ ცხოვრებას. წარმოუდგენია, რომ ესე უნდა იყოს როგორც არის. მისი წარმოდგენა და რეალობა აცდენილია. მაგრამ თუ იქნება მკაფიო გამარჯვება, ვერანაირი ივანიშვილი და რუსეთი მის უკან მდგომი ვერაფერს ვერ შეცვლის,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.