ივანკა ტრამპის ამაღელვებელი მილოცვა ქმარს

 

{{ARTICLEIMAGE}}10 იანვარს ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილის ქმარს, ჯერედ კუშნერს 38 წელი შეუსრულდა. წყვილი 2009 წლიდან ერთად არის. ყავთ სამი შვილი – არაბელა, ჯოზეფი და თეოდორი. აშშ–ში ივანკა და ჯარედი სანიმუშო წყვილად ითვლება – ორივე პოლიტიკით არის დაკავებული (ჯარედი საკუთარი სიმამრის, ანუ ამერიკის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველია), ყველა საქმიან მივლინებას და არდადეგებს ერთად ატარებენ და ოჯახური ფასეულობების აქტიურ დამცველებად ითვლებიან.

 

ქმრის დაბადების დღეზე ივანკა ტრამპმა საკუთარ ინსტაგრამზე ჯარედთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტო გამოდო, რომელსაც მილოცვის ტექსტი დაურთო:

“ჩემს მეგობარს და მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულს ბედნიერებას ვუსურვებ. დაბადების დღეს გილოცავ. “