ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

{{ARTICLEIMAGE}}ვერძი

ვერძებს რომანტიკით დატვირთული თვე ელით. საპირსპირო სქესის წარმომადგენლები ყველა მხრიდან ყურადღებას გამოიჩენენ. მათი ინიციატივები არანაირად არ იქნება დამოკიდებული ვერძების საპასუხო ქმედებებზე. შეგიძლიათ არაფერი მოიმოქმედოთ, ივლისში მაინც საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან თქვენს მიმართ დიდი მოთხოვნა იქნება. თუმცა დიდია ალბათობა, რომ ივლისის ბოლო კვირას ეს ინიციატივები და ინტერესი შემცირდება. ასე რომ იმ ვერძებს, ვისაც უნდა მომენტით ისარგებლოს, ვურჩევთ იმოქმედონ.

კურო
კუროებს 2019 წლის ივლისში რომანტიკისთვის არ ეცლებათ. თვის დასაწყისიდანვე უამრავი გადაუდებელი საქმე გამოჩნდება. საბედნიეროდ ეს არ იქნება მძიმე პრობლემები, თუმცა მათი რაოდენობა დროებით სასიყვარულო საქმეებს დაგავიწყებთ. იმ კუროებისთვის, ვისაც უკვე დიდი ხანია ყავთ პარტნიორი სიტუაცია უფრო მარტივია: მეორე ნახევრის ძებნა არ მოუწევთ, თუმცა მოუწევთ ძალიან მოინდომონ, რომ საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ არ დატოვონ. სამაგიეროდ შეუძლიათ ორმხრივი სიყვარულის და სიურპრიზების იმედი ქონდეთ. მთლიანობაში ივლისში სასიყვარულო ფრონტზე ჰარმონიული თვე ელით.

ტყუპები
ტყუპებს ციური სხეულები ივლისში ბევრ სასიამოვნო მოულოდნელობას სთავაზობენ. ყურადღება და თქვენი გულის მონადირების მცდელობები არ მოგაკლდებათ. თავად ეს ქმედებები შესაძლოა სასიამოვნო იყოს, თუმცა სერიოზული ურთიერთობების განვითარება არ ღირს. ალბათობა არ არის გამორიცხული, თუმცა საკმაოდ მცირეა. ოქროს კოშკებს ნუ ააგებთ და იმით დაკმაყოფილდით, რაც არის. სასიამოვნო დროსტარება კარგ გარემოში ცუდი არ უნდა იყოს.

კირჩხიბი
კირჩხიებს საკმარისი შინაგანი ემოციური ენერგია ექნებათ საიმისოდ, რომ ის საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისკენ მიმართოს. თუმცა ამის კეთება ერთეულებს თუ მონუდებათ. კირჩხიბების უმრავლესობა ამჯობინებს რამე საქმეში დახარჯოს დრო და ენერგია, მაგალითად შემოქმედებაში. თუმცა მეტისმეტად რომანტიული კირჩხიბები რომანტიული ურთიერთობების სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს და შესაძლოა საინტერესო, თავბრუდამხვევი და დასამახსოვრებელი თავგადასავალიც ჰქონდეთ.

ლომი
ორი ივლისიდან მარსი ლომის ზოდიაქოში გადადის. ეს მეომარი პლანეტა ლომის ძარღვებში სისხლის განსაკუთრებით აჩუხჩუხებას გამოიწვევს და ლომებს რომანტიული და სექსუალური თავგადასავლებისკენ ლტოლვას გაუჩენს. არ ღირს ავანტურებში გახვევა, თუმცა ღირსეულ ადამიანთან დროის ტარება არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. ლომების ბუნებრივი მომხიბვლელობა მათ საპირისპირო სქესზე შთაბეჭდილების მოხდენაში დაეხმარება, ასე რომ ნუ მოგერიდებათ საკუთარი სურვილების.

ქალწული
ქალწულებისთვის ივლისი სერიოზული ცვლილებების პერიოდი იქნება. მარტოხელა ქალწულები ბოლოს და ბოლოს საყვარელ ადამიანს შეხვდებიან. მათ კი, ვისაც უკვე ყავს პარტნიორი, ურთიერთობების გაოფიციალურების დიდი შანსი აქვთ. რაც შეეხება დაქორწინებულ ქალწულებს, მათ ურთიერთობების ახალ დონეზე ასვლის იმედი უნდა ქონდეთ. პარტნიორმა შესაძლოა სრულიად ახალი კუთხით დაგანახოთ თავი და ეს აღმოჩენა ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იქნება.

სასწორი
სასწორებს ვარსკვლავები ურჩევენ ივლისის განმავლობაში გამოყონ დრო მეორე ნახევართან ერთად სამოგზაუროდ წასასვლელად. არ არის მნიშვნელოვანი სად. მთავარია ერთად იყოთ. ჯობს შორეულ ქვეყნებს ნუ მიაშურებთ, სადაც მრავალრიცხოვანი ექსკურსიების გამო შესაძლოა ძილის დროც კი არ გქონდეთ. ჯობს ისეთ ადგილებზე წახვიდეთ, სადაც შეგიძლიათ საღამო მშვიდად გაატაროთ საწოლში, წახვიდეთ რესტორანში ან გაისეირნოთ, მოკლედ განმარტოვდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.

მორიელი
მორიელებს ხმაურიანი ივლისი ელით. არ არის გამორიცხული, ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა გადაუშალოს გული და ურთიერთობები შესთავაზოს. მოვლენათა ასეთი განვითარებისგან ის მორიელებიც არ არიან დაზღვეული, ვისაც უკვე ჰყავთ პარტნიორი. ამ ყველაფერმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ ჯობს საღ აზრს ნუ დაკარგავთ და ყველაფერს ცივი გონებით შეხედოთ. დაპირებების და გრძნობების გამოხატვის მიღმა არაფერი სერიოზული არ იმალება. ეს მხოლოდ ვნებაა და თქვენი დამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებმა შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მიმართ გრძნობენ სიმპატიას. მართალია ეს სიტუაცია მშვილდოსნებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ მაინც ჩიხში შეიყვანს მათ. ჯობს ამ დროს სხვების აზრს ნუ დაუჯერებთ და რადიკალურად ნუ იმოქმედებთ. მშვიდად განმარტოვდით მედიტაციური ატმოსფეროში. კითხეთ საკუთარ თავს რა გინდათ და გულწრფელად უპასუხეთ, ვისთან გრძნობთ თავს მართლაც კარგად. გულწრფელი პასუხი დროის და ნერვების დაზოგვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა
თხის რქებს ვარსკვლავები ივლისში საპირისპირო სქესის მშვენიერ წარმომადგენლებთან ახალ ნაცნობობას პირდებიან. ეს ადამიანები მათი ტრადიციული წრიდან არ იქნებიან, თუმცა გარკვეული სიმპატია აუცილებლად გაჩნდება. ვარსკვლავები ვერ გპირდებიან, რომ ამ ადამიანებიდან ვინმე მაინცდამაინც თქვენი მეორე ნახევარია, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. არჩევანი თხის რქებზეა. თუ ვინმეს მომხიბვლელობა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდება, შესაძლოა ბედი თქვენს ნებაზე წაიყვანოთ. მთავარია, კარგად გაერკვეთ თქვენს გრძნობებში.
მერწყული
მერწყულებს ივლისში ბევრი სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმის შესრულება მოუწევთ. მაგრა ასეთ ვითარებაშიც კი მოახერხებენ დროის გამონახვას რომანტიული ურთიერთობებისთვის. მთავარია მეტისმეტი არ მოგივიდეთ. ხანდახან რომანტიული ურთიერთობები საქმეებით დატვირთულობის ფონზე შესაძლოა უფრო მიმზიდველი მოგეჩვენოთ, ვიდრე ის სინამდვილეში არის. ვარსკვლავები მოგიწოდებენ ნუ შეიქმნით გაზვიადებულ წარმოდგენას იმ ადამიანებზე,ვისაც ივლისის პირველ ნახევარში შეხვდებით. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. მხოლოდ მოთმინება და წინდახედულება გმართებთ.
თევზები
თევზებისთვის ივლისში იზრდება მეორე ნახევრის პოვნის შანსი, თუ ხმაურიან ადგილებს მიეძალებიან. თამამად წადით წვეულებებზე და დისკოტეკებზე, თუნდაც ეს ადგილები თქვენთვის უჩვეულო იყოს. შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარი აქვე აღმოჩნდეს ასევე შემთხვევით. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ სიმპატია მაშინვე გაჩნდება და ბევრ საერთოს იპოვნით.