ივლისში რუსეთიდან ვიზიტორთა შემცირების მიუხედავად, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5,8 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.
მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე.(ზრდა +1%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.
მონაცემების მიხედვით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან,საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%,ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა.