საქსტატის ცნობით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა. უწყებამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
“2019 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში,”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.