იზოლატორებში ადგილის არქონის გამო როენა “მამიდა” მანქანაში ჰყავთ დაკავებული

როენა ხუცურაული წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ ეტაპზე ვერ გადაჰყავთ.”რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, იზოლატორებში ადგილი არ არის, რის გამოც  როენა ხუცურაული ხელებზე ბორკილებდადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაში ჰყავთ.

შეგახსენებთ რომ დააკავეს სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული  -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე.