WizzAir ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულებით იფრენს

ქუთაისის აეროპორტიდან  WizzAir 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები შემდეგი მიმართულებებით დაემატა: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.

„ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს რომ ამ  წლის ბოლოსთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა 4-მდე გაზრდას, 2020 წლისთვის კი 5-მდე. საერთო ჯამში ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებაზე იფრენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ი“,- განაცხადა  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.