ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაიბარეს


საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.როგორც  ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის საგამოძიებო უწყებაში ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. დეპუტატი რამდენიმე დღის წინ გადაცემა “რეაქციაში”  ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პირის გიორგი დალაქიშვილის დაწინაურებაზე საუბრობდა.

ჯიშკარიანის განცხადებით, დალაქიშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა, თუმცა რა ფორმით დეპუტატი არ აკონკრეტებს.

“გიგი დალაქიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ დააწინაურა და თბილისის სამმართველოს უფროსის ადგილს იკავებდა. ჩვენი პროტესტის შემდეგ მან და მხეიძემაც დატოვა თანამდებობები.

დალაქიშვილი შემჩნეული იყო არაერთ ჯალათობრივ ამბებში – ფიგურირებდა ვაზაგაშვილის და ხარძიანის მკვლელობის საქმეში. დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.