ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. სერგეენკოს გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე დაადასტურა.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას უკვე ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა.
ბახტაძის განცხადებით, სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩეველად დაინიშნა. ბახტაძემ სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რაც მინისტრმა 7 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში გაატარა.
შეგახსენებთ, მინისტრის პოსტის დაკავებამდე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად 2012 წელს დაინიშნა.