ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება

ამ წუთებში ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი  სოც მუშაკებს ხვდება.შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან

სოც მუშაკების თქმით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 22 მოთხოვნა წაუყენეს, თუმცა არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ მათი ყველა მოთხოვნა გადაწყდება. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროსგან  უმთავრესი 5 მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ.

ძირითადი მოთხოვნები  შრომითი ანაზღაურების გაზრდას, ფსიქოლოგების და იურისტების რაოდენობის დამატებას, ასევე სოციალური მუშაკების ტრანსპორტით უზრუნველყოფას ეხება.
სოციალური მუშაკები უკვე მე-4 დღეა გაფიცულები არიან და სამინისტროსგან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.