ჯანდაცვის მინისტრი:მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული

{{ARTICLEIMAGE}}
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დღეს “ექსპოჯორჯიაში” ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. განხორციელებული რეფორმები, სამომავლო გეგმები და მთავარი გამოწვევები – ეს ის საკითხებია, რაზეც დავით სერგეენკომ ისაუბრა. მისი განცხადებით მოსახლეობის ხელმისაწვდდობა ჯანდაცვის სისტემებზე გაზრდილია და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ერთ ადამიანზე წელიწადში 117 დოლარი იხარჯება. მინისტრის ინფორმაციით, მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული.

მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წელს ჩატარებულ კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, გაზრდილია მოსახლეობის მიერ სამედიცინო სერვისების მოხმარება, ექიმთან მიმართვიანობა, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა აკაკი ზოიძის განცხადებით, უფრო სწრაფი ტემპებია საჭირო.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშროისო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მამუკა ბახტაძემ ღონისძიების ფარგლებში ც ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარა, რისთვისაც დავით სეგეენკომ მადლობა გადაუხადა.