შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესწავლა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო. 
მათი ინფორმაციით, ობიექტის შესწავლა დაწყებულია, ასევე გამოკითხულია პასუხისმგებელ პირთა ჯგუფი.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან მალევე  იპოვეს.  8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე  35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.