პირველადი მონაცემებით, რაც ამ ეტაპზე მაქვს, ნამდვილად დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები- ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გააკეთა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე შრომის ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას და დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით კი, სამშენებლო ობიექტზე დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.
„დღეს მოხდა უბედური შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია დასაქმებულის გარდაცვალება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ ეს ობიექტი არ იყო შესწავლილი მანამდე. დღეის მდგომარეობით, ამ წუთებში ხორციელდება ინსპექტირება, ასევე უბედური შემთხვევის მოკვლევა და პირველადი მონაცემებით, რაც ამ ეტაპზე მაქვს, ნამდვილად დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ მიმდინარეობდა ლიფტის დემონტაჟი, რა დროსაც გაწყდა ბაგირი და კონკრეტულ დეტალებს ინსპექტირების ჯგუფი ახლა იკვლევს და უახლოეს მომავალში გახდება პერიოდში“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა, არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი იყო. მოზარდმა ობიექტზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
მომხდარის შესახებ სამშენებლო ობიექტის წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ჯანდაცვის სამინიტრომ დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო პროცესი შეაჩერა.