საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსი“ პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს და გართულებების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.
ექიმის თქმით პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი მედიკამენტოზური დამატებითი მკურნალობა არ ჭირდება, არც კლინიკაში გადაყვანა, თუმცა ექიმის სურვილი და თხოვნაა ის რამდენიმე დღით სახლში დარჩეს, რათა სრულად მოხდეს რეაბილიტაცია გადატანილი ვირუსის შემდეგ.