ჯარისკაცი, რომელმაც ტაილანდის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, სპეცოპერაციისას მოკლეს

სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ტაილანდის ერთ-ერთ ქალაქში ცეცხლი გახსნა, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ბოლო მონაცემებით, ჯარისკაცის თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა და 50-ზე მეტი დაშავდა.

“ეს ტაილანდისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა და მინდა, რომ ეს უკანასკნელი იყოს”, –  განაცხადა ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, პრაიუთ ჩან-ოჩამ.

8 თებერვალს უმცროსმა ოფიცერმა, ჯაკრაფანთ თომამ ჯერ საკუთარი მეთაური მოკლა, შემდეგ სამხედრო ბაზიდან იარაღი და საბრძოლო მასალა მოიპარა. გზაში მან ქალაქის რამდენიმე ობიექტს ესროლა და საბოლოოდ სავაჭრო ცენტრ Terminal 21-ში მივიდა.