ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა

{{ARTICLEIMAGE}}
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, როდესაც ბრიუსელში ვიზიტი და NATO-ს მინისტერიალი შეაჯამა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ძალიან ხელშესახები შედეგები აქვს.

“ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე და ეუთო-ში შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები. NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებაში მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან, ისე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO--ს წევრი, გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, წევრობისთვის”,თქვა ზალკალიანმა.