ჯეკ შეფარდის ბრიტანელ ადვოკატს, რიჩარდ ეგანს რამდენიმე მუქარის წერილი გაუგზავნეს, თუმცა სერიოზულად არ მიუღია. ბოლოს გამოგზავნილი წერილი მან საკუთარ ოფისსში მიღო სადაც ეწერა: “უარი თქვი ადვოკატობაზე. ამისათვის შენ მხოლოდ 48 საათი დაგრჩა, გახსოვს ჯო კოქსი? ჩვენ შენ სახლამდე გამოგყევით და ვიცით სადაც ცხოვრობ. ხომ იცი ლონდონში ხშირად ხდება უბედური შემთხვევები, ადამიანებს ჩეხავენ, ცხოველები იწამლებიან ბავშვები კი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იღუპებიან.ფრთხილად იყავი ჩვენ (EDF) შენს ოფისს ავაფეთქებთ“ წერილზე მიხატული იყო სვასტიკები და “HEIL HITLER” ეწერა.
რიჩარდ ეგანმა პოლიციას მიმართა , რადგან მისი თქმით „ ეს ჩვეულებრივი მუქარა აღარ არის ისინი ჩემს ოჯახს მოკვლით ემუქრებიან ხოლო თანამშრომლებს საფრთხე ემუქრებათ“. ეგანი ამაში ნაწილობრივ პრესასაც ადანაშაულებს. „ისინი ყველაფერს ისე აშუქებენ რომ დაცვის მხარე უკვე ზიზღს იწვევს საზოგადოებაში. 25 წელია ადვოკატი ვარ თუმცა არცერთ საქმეზე ისეთი მუქარის წერილი არ მიმიღია როგორიც მივიღე შეფარდის საქმეზე. ჩვენი სისტემიდან გამომდინარე მე მევალება დამნაშავეების დაცვა, ხოლო მოსამართლე წყვეტს ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, თუმცა დარტყმას მაინც დაცვის მხარე იღებს.“– ამბობს ადვოკატი.
ჯეკ შეპარდი 31 წლისაა. მას ბრალად ედება შარლოტა ბრაუნის მკვლელობა. მათ ერთმანეთი 2015 წლის 8 დეკემბერს OKCupis-ის მეშვეობით გაიცნეს. ერთ-ერთი პაემნის შემდეგ ჯეკმა შარლოტა ჩქაროსნულ ნავზე დაპატიჟა. შუაღამისას ხიდთან ახლოს ნარჩენებთან შეჯახების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ. შეპარდი მაშინ იპოვეს როცა ნავის ნარჩენებს ეჭიდებოდა ხოლო ბრაუნი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

ჯეკ შეფარდს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თუმცა ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და 2018 წლის მარტში მან დიდი ბრიტანეთი დატოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ ბრიტანულ პოლიციასთან ერთად დამნაშავის ადგილმდებარეობის დადგენაზე თანამშრომლობდნენ. ჯეკ შეფარდი თბილისსში რამდენიმე დღის წინ პოლიციას თვითონ ჩაბარდა.















