ჯერ სტატუსი მომიძღვნა ამ წუნკალამ და მერე “ქართული ოცნების” ოფისთან გააგზავნა “ბოკერიას ტიტუშკები- ყანდიაშვილი ჩერგოლეიშვილზე

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც თამარ ჩერგოლეიშვილს ტროლების ქარხნის დირექტორს უწოდებს და ამბობს, რომ ,,სირცხვილიას” აქტივისტები ქართული ოცნების ოფისთან ჩერგოლეიშვილმა გაუშვა. ,,ჯერ სტატუსი მომიძღვნა ამ წუნკალამ და მერე “ქართული ოცნების” ოფისთან გააგზავნა “ბოკერიას ტიტუშკები”- წერს ყანდიაშვილი.

ის სხვა აქციასაც იხსენებს, სადაც ტელევიზიიდან მისი გაგდება მოითხოვეს.

,,გოგო – ან კრეატივი ჩართე, ან ფულს ნუ უჭერ ასე, ან ნორმალური სახეპირის ტროლები მიანც დაგეგეშა. ეს რა ბანძი აქციაა?
თან შალვას და ჩემი ფოტოები რომ პლაკატზე გააკვრევინე და გვირგვინი დააყოლე…
მალე 50 წლის ვხდები და ეს მეორე აქციაა ჩემს წინააღმდეგ. პირველი 1992 წელს, მოსკოვში ოსტანკინოსთან აფხაზებმა (ქრისტიან ბჟანიას ხელმძღვანელობით) გამართეს და მოითხოვეს ყანდიაშვილი გააგდეთ ცენტრალური ტელევიზიიდან – ტყუილებს უყვება მსოფლიოს ომზეო. ვერ გამაგდეს კიდევ 8 წელი… 2000 წელს წამოვედი ჩემით. დღეს მეორე აქციაა – უკვე ჩერგოსა და გიგა ბოკერიას დაქირავებული ტროლ-ტიტუშკებით…
ისე როგორი სიმბოლურია, რომ არც მაშინ ვმუშაობდი ოსტანკინოში და არც ახლა ოცნებაში…” – წერს ,,ფეისბუქის” პირად პროფილზე კოკა ყანდიაშვილი.