ჯგუფ ნიუტონის ახალგაზრდა სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბაბი წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, მის მხარდასაჭერად არაერთი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.სამწუხარო ინფორმაციას და გამოსათხოვარ სიტყვებს სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.