“ჯიპების აუცილებლობას ვერ ვხედავ,“ – „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც მთავრობა მზადაა 9 მილიონი გადაიხადოს 135 მანქანის შეძენაში.
კალაძე ამბობს, რომ გამოცხადებული ტენდერის დეტალები მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა დედაქალაქის მერი ჯიპების აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ზოგადად, რამდენად აუცილებელია, იმასაც ვერ გეტყვით, მე მგონი, ჯიპების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ პირადად,“ – განაცხადა კალაძემ.