“ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, პირდაპირ ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც საზოგადოებამ იხილა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, მაშინ სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? ” – ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.
„ილია ჯიშკარიანს ძალიან არ უნდოდა, ეთერში იმ მდგომარეობაში ჩართულიყო, როგორც ეს საზოგადოებამ ნახა. დღის ბოლოს, მისი მდგომარეობა გაუარესდა და გადაწყვიტა გადაცემაზე უარი ეთქვა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე გადაცემის ანონსი გასული იყო და გუნდისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, უარი არ თქვა. თუ ჯიშკარიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს, სასამართლოს მიმდინარეობისას რატომ იდგა ფეხზე? ამბობდა, ახლა შემიძლია და ვიდგებიო. თუ გვინდოდა, ჯიშკარიანის მომაკვდავი მდგომარეობა გადმოგვეცა, ჩვენს მიერვე ჩაწერილ ვიდეოს რატომ გავავრცელებდით?“, – განაცხადა კუბლაშვილმა.