“ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს წასვლა წავალ და ბევრს გავიყოლებ” – მიხეილ კალანდიას მამა

„ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს წასვლა წავალ და ბევრს გავიყოლებ“,- ამის შესახებ მიხეილ კალანდიას მამამ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს წასვლა წავალ და ბევრს გავიყოლებ. ყველაზე დაბალი დონე ჩვენ გვნახეს, რომელსაც არც ფული აქვს და არც შესაძლებლობა. ჩვენ გაგვწირეს“,- განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია.  მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.