“მხეცი გომელაური იყო პარლამენტში და დააშინა მთელი პარლამენტი, ეს ადამიანი ივანიშვილის მარჯვენა ხელია”-პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტში მივიდა, თუმცა შეუძლოდ გახდა და დეპუტატებთან შეხვედრა ვერ შეძლო.
მაჩალიკაშვილს სურდა, დეპუტატებისთვის ეთხოვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რადგან საგამოძიებო ორგანოების იმედი აღარ აქვს და ამბობს, რომ ამ საქმისადმი გულგრილობა ხელისუფლების დასასრულია.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნას წინააღმდეგობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უწევს. ის ვახტანგ გომელაურს