ჯოკოვიჩმა ნადალი 3 სეტში გაანადგურა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალში ესპანელი მეორე ჩოგანი 3 სეტში მარტივად 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.

თამაში სერბის უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა. ნოვაკი კორტზე თავს მშვენივრად გრძნობდა და შეცდომა ფაქტობრივად არ დაუშვია. განსხვავებით მისგან, რაფაელ ნადალი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ესპანელმა თამაშის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ძალიან ბევრი ბრეიკი ვერ გამოიყენა. ნადალის კარიერაში პირველად მოხდა, რომ დიდი სლემის ტურნირის ფინალში ერთი სეტიც კი ვერ მოიგო.

ამ გამარჯვებით სერბმა დიდი სლემის ფინალის ანგარიში გაათანაბრა ნადალთან 4:4. საინტერესოა ისიც, რომ კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი წაგება ჯოკოვიჩთან აქვს ნადალს. რაფაელ ნადალისთვის ეს დიდი სლემის 25-ე ფინალი იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის კი – 23-ე.