{{ARTICLEIMAGE}}
94 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდნეტი ჯორჯ ბუში უფროსი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერში ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა გაავრცელა და განცხადა, რომ ჯორჯ ბუში საუკეთესო მამა იყო, რომელიც შეიძლება შვილებმა ისურვონ.
„ჯებ, ნეილ, მარვინ, დორო და მე დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ შესანიშნავი 94 წლის შემდეგ ჩვენი ძვირფასი მამა გარდაიცვალა. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ის საუკეთესო მამა იყო, რომელიც შვილებმა შეიძლება ისურვონ. ბუშების ოჯახი მისი მადლობელია მისი ცხოვრებისა და სიყვარულისთვის“, – განაცხადა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა.
ამერიკის 41-ე პრეზიდენტის გარდაცვალებას ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის განცხადებით ჯორჯ ბუში დიადი ადამიანი იყო, რომელსაც ლიდერის გამორჩეული თვისებები ჰქონდა და ამერიკელების თაობებს შთააგონებდა სამშობლოსთვის ემსახურათ.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, უფროსი ჯორჯ ბუშის გარდაცვალებას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტებიც გამოეხმურნენ და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს.
აშშ–მა დაკარგა პატრიოტი და თავმდაბალი მსახური, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში. ჩვენი გულები დამძიმებულია, თუმცა ასევე მადლიერებით არის სავსე. არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის პრეზიდენტის რანგში ქვეყანას მართავდა, არამედ მთელი მისი ცხოვრებისთვის, რომლის ფარგლებშიც ის ქვეყანას ემსახურებოდა. ყველანი ბუშების ოჯახის გვერდით ვდგავართ, რადგან ჯორჯისა და მისი მეუღლის, ბარბარას მაგალითით ვართ შთაგნებულნი“, აცხადებს ბარაკ ობამა