ჯორჯ ქლუნი ცოლმა მიატოვა. ამალი ქლუნმა ბავშვები წაიყვანა და წავიდა. მედიის ინფორმაციით წყვილმა სერიოზულად იჩხუბა, რამაც შეიძლება სწრაფი განქორწინება გამოიწვიოს. ჯორჯ ქლუნის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ის ყველაფერს აკეთებს ცოლის შესარიგებლად.
ამჟამად ჯორჯ ქლუნი ინგლისში თავის სახლში ცხოვრობს. ამალი კი ბავშვებთან ერთად იტალიაში.
ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე სასურველი და მოუხელთებელი სასიძო ბოლოს და ბოლოს 2014 წელს იურისტ ამალი ალამუდინზე დაქორწინდა. მალე 57 წლის მსახიობს და 40 წლის ამალის ტყუპები – ელა და ალექსანდრა შეეძინათ.














