კაცების ბუნებაი იწრო არსს – ბაია პატარაია ხაზარაძის განცხადებაზე

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ხაჭაპური და ჯანდაბა! იიი… წიდი ქმირს მიხიდიიი… ხიჭიპირი დიიცხვიიი… მომბეზრდით! სერიიდან: კაცების ბუნებაი იწრო არსს!”,- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.