კაცელარიასთან პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. პერიოდულად კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებები მწვავდება.  მთავრობის კანცელარიასთან პოლიციამ თავისუფლების მეტროს მიმართულებით კორიდორი გააკეთა, რათა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ. მანამდე მათ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზეს, თუმცა მათ ამაზეც უარი თქვეს.ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებიან განცხადებებს და პოზიციის დაფიქსირებას კონტრაქციაზე და ძალადობაზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქვს ადგილი.
მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან კონტრაქციის მონაწილეებიც , რომლებიც “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავენ.
პოლიციას ლგტბ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის კორდონი აქვს გაკეთებული და მათ ერთმანეთთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს.
“კანცელარიასთან ვიქნებით მანამდე, სანამ არ მოვისმენთ მთავრობის წამომდგენელებისგან, რომ ემიჯნებიან ამ ძალადობას და აღიარებენ ჩვენს უფლებებს“– ამბობენ “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები.
„გაქვს უფლებები და ვიმსახურებთ იმას, რომ მშვიდობიანად შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად. პოლიციის იმედი გაქვს, რომ უფრო ეფექტურად იმუშავებენ ვიდრე დღეს. .ჩვენი გადამალვა არ არის ის გზა, რომელიც სახელმწიფომ უნდა აირჩიოს“– აცხადებს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი.
დაშლას  არც ლგბტ აქციისა და არც კონტრაქციის მონაწილეები არ აპირებენ.
მთავრობის კანცელარიასთან დღეს საღამოს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამ დროისთვის კონტრაქციის 9 მონაწილეა დაკავებული.