კაცი, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, ნოვოჟიროვის პლაგიატორი ყოფილა- უგულავა ივანიშვილზე

,,კაცი, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, თურმე ევგენი ნოვოჟიროვის პლაგიატი ყოფილა”,- გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დისერატაციის შესაძლო პლაგიატთან დაკავშირებით თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ დროს გამონახავს, აუცილებლად წაიკითხავს ივანიშვილის დისერტაციას, რომელიც კოლმეურნეობებში შრომის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას და მის გაუმჯობესებას ეხება.

,,კაცი, რომელიც თავის ჭკუაში ეკამათება კანტს და ნიცშეს თურმე ყოფილა ევგენი ნოვოჟიროვის, ძაან ეგზოტიკური გვარის კაცის გადამწერი და პლაგიატორი. ძაან საინტერესო იქნება თუ დრო გამოვნახე აუცილებლად წავიკითხავ ივანიშვილის თუმდაც ამ მოპარულ დისერტაცია, რომელიც კოლმეურნეობებში შრომის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას და მის გაუმჯობესებას ეხება. საინტერესო იქნება, როგორ აპირებდა ივანიშვილი 86 წელს კოლმეურნეობების განვითარებას. ეს, რა ტქმა უნდა, ღიმილს და სიცილს იწვევს, თუმცა, თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ ეს ადამიანი დღეს ფაქტობრივად დაპატრონებულია ჩვენს ქვეყანას და უყურებს, როგორც რაღაც არშემდგარ კოლმეურნეობას, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება,”- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს თავისუფლების ინსტიტუტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს აკადემიური ხარისხი, რადგან ის პლაგიატის ნიშნებს შეიცავს და მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს.